|
2024-04-01 14:38:56, 718 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - მოსამართლეების თემატიკაზე სტენსილების განთავსება რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტია
დედაქალაქში მოსამართლეების თემატიკაზე საპროტესტო ხასიათის სტენსილების განთავსების უკან რადიკალური ჯგუფები დგანან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, „ამ ეტაპზე, მოსამართლეების პატიოსნება ეჭვქვეშ არ დგას და ამაზე ის საერთაშორისო კვლევებიც მიუთითებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა". „სტენსილები, რა თქმა უნდა, რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ გვახსოვს, წლების განმავლობაში მსგავსი ბინძური კამპანიები. ვიცით, ყველაფერი საიდან და ვისგან ფინანსდებოდა. აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, თუ ვინ იყო შემსრულებელი, ვისი დაკვეთით კეთდებოდა. რაც შეეხება მოსამართლეების პატიოსნებას, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მთელი რიგი კვლევები. საქართველოს სასამართლო სისტემა ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა. ყველაფერი შედარებითია. გვახსოვს, წლების განმავლობაში სასამართლოში რა ხდებოდა, ახლა კი, როგორი წინსვლა გვაქვს. ეს ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევები ხომ არ არის, ეს არის საერთაშორისო კვლევების შედეგი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)