|
2024-04-01 12:49:52, 772 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება დიდი პრობლემაა - 2024 წელს ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ
უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში - 2024 წელი არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის და აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, „დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას". „ასიათასობით ადამიანი ვერ პოულობს სამსახურს, არც კი იცის, რა არის ხელფასი და შემოსავალი. დაიწყო ახალგაზრდა ადამიანმა ბიზნესი, ოცი ათასი მარწყვი დარგო, უამრავი პრობლემა შეექმნა, ვერაფერი ვერ ქნა და მოუწია ბიზნესის დახურვა. სტუდენტმა დაიწყო მუშაობა მაღაზიაში, სადაც 500-600 ლარს გამოიმუშავებს და შეუძლებელია ამ თანხით ქირის, კომუნალურის, გზის ფულის, კვების ფულის გადახდა, ასევე ელემენტარული ტანსაცმელი სჭირდება მას, მაგრამ ეს 500-600 ლარი არაფერში კმარა. უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომ უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში - ადამიანებს გაუსაძლისად უჭირთ. შეუძლებელია ასეთ პირობებში ცხოვრება და ეს კონკრეტული ადამიანი ამ შემთხვევაში არის ამის ნათელი მაგალითი, როგორ იშრომა, იწვალა, თუმცა მაინც არაფერი არ გამოდის, რადგან მილიონ ბიუროკრატიულ პრობლემას აწყდება ამ ქვეყანაში. 2024 წელი არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის და აუცილებლად ეს დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ",- თქვა ხაბეიშვილმა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)