|
2024-03-28 12:05:25, 734 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის (SWG) გენერალურ მდივანს ბობან ილიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონულ ჯგუფში საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ჯგუფის გენერალურ მდივანს აღნიშნული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონულ ჯგუფში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანება. ევროკავშირის წევრობა ქართველი ხალხის ერთსულოვანი არჩევანია. ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ რჩება გამოწვევები, რაშიც პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჯგუფის წევრობის პირობებში შევძლებთ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას, რაც დაგვეხმარება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულ და ეფექტიან შესრულებაში. საკითხი, უაღრესად მნიშვნელოვანია და ამ პროცესში პირადად ვიქნები ჩართული“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. „გილოცავთ, თქვენ მეგობრების ჯგუფს შემოუერთდით. ჩვენი მიზანია, ჯგუფის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კომუნიკაციით და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას. მაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობის მოლოდინი“,- განაცხადა ბობან ილიჩმა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფი წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელიც 2005 წლიდან, დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი თანამშრომლობით ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი პრინციპების განვითარებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)