|
2024-03-27 23:30:48, 903 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე საფეხბურთო ზეიმზე ნეგატიურ შეძახილებზე - შენთვის მიუღებელი პოლიტიკური პერსონა რომ მოგილოცავს, ამ ფონზე ვიღაცებს რომ შეუძლიათ ოც-ოცი კაცი დააყენონ, არ შეიძლება
რაც არ მიხარია, ამ ფონზეც კი ვიღაცებს რომ შეუძლიათ, გუშინ ჩემი თვალით რაც ვნახე, რომ გამოვა, მოგილოცავს შენთვის მიუღებელი პოლიტიკური პერსონა და კამერებთან ახლოს ოც-ოცი კაცი დააყენო, რაღაცა იყვირო რომ იქნება აგყვნენ და მერე რომ აღარ აგყვებიან, გაჩუმდე და სხვებთან ერთად ტაში უკრა - არ შეიძლება ხალხო, არ გავაკეთოთ, რაღაცა საკითხებზე ვთქვათ, რომ ამ საკითხზე მაინც გავერთიანდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მდინარაძის განცხადებით, ის, "რომ აღნიშნული შეძახილები დაორგანიზებული იყო დასტურდება, პარტია "ახლის" წევრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით და ტელევიზიების კამერებთან ახლოს რამდენიმე ათეული ოპოზიციონერის განთავსებით, რომლებმაც ირაკლი კობახიძის გამოსვლისთანავე ნეგატიური შეძახილები დაიწყეს". "ყველას ვულოცავ, როგორი პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აფუჭებდეს თუ აკეთებდეს, ყველას - ჩემი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ვისაც არ გაუხარდა, იმასაც და ასეთებიც სამწუხაროდ, შეიძლება იყვნენ ერთეულები. ყველას მაინც ვულოცავ, იმიტომ რომ ეს შენს ქვეყანას, ჩემს ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას ადგება. რაც არ მიხარია, ამ ფონზეც კი ვიღაცებს რომ შეუძლიათ, გუშინ ჩემი თვალით რაც ვნახე, რომ ვიღაცა გამოვა, მოგილოცავს შენთვის მიუღებელი პოლიტიკური პერსონა და კამერებთან ახლოს ოც-ოცი კაცი დააყენო, რაღაცა იყვირო რომ იქნება აგყვნენ და მერე რომ აღარ აგყვებიან, გაჩუმდე და სხვებთან ერთად ტაში უკრა - არ შეიძლება. რანაირად უნდა მოგაფიქრდეს და მერე ამოვარდა ინტერნეტში მტკიცებულებები, თურმე ვის დაუგეგმია. ძალიან კარგად იცნობთ, ამ შენობაში მუშაობდა ის ხალხი, დღეს რაღაც „ახალი“ პარტია გააკეთეს და მის ჯგუფს გაუკეთებია. მტკიცებულება აგერ, სტატუსი დაწერა ერთ-ერთმა გოგონამ, მისი პარტიის წვერმა, მხარდამჭერმა თუ აქტივისტმა, რომ აბა რა ეგონა, ისე გავუტარებდით პრემიერ-მინისტრსო და ოც-ოცი კაცი დააყენეს და რა მოხდა იცით იქ? რომ მივედით, ეს ხალხი გვეხუტება, რაში აინტერესებდათ ვინ ხარ, ყველა ერთმანეთს ეხუტება, უცებ ადის პრემიერი სცენაზე და ჩემთან ძალიან ახლოს რაღაც პატარა ჯგუფი, რომელსაც ხალხმა, რამდენიმე ათასმა ადამიანმა გაოგნებულმა გახედა. ერთი ლოკაცია იქ იყო, სადაც კამერები იყო შემაღლებულ ადგილზე, მაქსიმუმ 20-30 ადამიანი, აქაც 15-მდე ადამიანი, აქაც კამერები ახლოს იყო. რას აკეთებთ, რა გინდათ ხალხო, როგორ შეიძლება აქ ეს მოგაფიქრდეს? ირაკლი [კობახიძე] გამოვიდა და დაიწყო თუ არა საუბარი, არ აჰყვა არავინ [ამათ]. რატომ იყო დაორგანიზებული: ერთი მტკიცებულებაა რომ თვითონ დაწერეს და მათ ტელევიზიაში "შუმები" როგორ იყო ლაივში, სპეციალურად ვნახე. ეს "შუმები" ამოწეული, ირაკლის ხმა ჩაწეული ჰქონდათ და გეგონებოდა, თითქოს ხალხის რეაქცია იყო [უარყოფითი]", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)