|
2024-03-27 18:15:27, 906 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ რეიტინგების მიხედვით, მხოლოდ "ნაცმოძრაობა" ლახავს ბარიერს ოპოზიციიდან
ხანდახან მიხეილ სააკაშვილიც კი სიმართლეს ამბობს ხოლმე, გაუჭირდებათ სხვა პარტიებს. იცის იმათი რეიტინგი, მისი მოსაზრება კი არ არის სწორი, რეიტინგები უდევს წინ და წამოსცდა, რომ ამ რეიტინგების მიხედვით, ვერც ერთი სხვა პარტია ბარიერს ვერ ლახავს, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5-პროცენტიან ბარიერს, ამიტომ მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა. მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, არც ერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას არ აქვს შანსი, ბარიერი გადალახოს, ვინაიდან, მათი რეიტინგები 4 პროცენტსაც ვეღარ აღწევს და სააკაშვილს სწორედ ეს ფაქტი წამოსცდა. "ხანდახან მიხეილ სააკაშვილიც კი სიმართლეს ამბობს ხოლმე, გაუჭირდებათ სხვა პარტიებს. იცის იმათი რეიტინგი, მისი მოსაზრება კი არ არის სწორი, რეიტინგები უდევს წინ და წამოსცდა, რომ ამ რეიტინგების მიხედვით, ვერც ერთი სხვა პარტია ბარიერს ვერ ლახავს. ჩვენც გვაქვს ეს რეიტინგები და შემიძლია დავუდასტურო - რა დრო დადგა, სააკაშვილს ვუდასტურებ რაღაცებს, მაგრამ რეიტინგებში მართლა ასეა. წამოსცდა იმ ადამიანს, რომ მხოლოდ "ნაცმოძრაობაა", რომელიც ლახავს ბარიერს ოპოზიციიდან. სხვა პარტიებს არ აქვთ გამარჯვების შანსი იმიტომ რომ 4 პროცენტზეც ვეღარ არიან, იმიტომ რომ ერთ-ერთ პარტიას 3 და რაღაც ჰქონდა ერთი პერიოდი და გულწრფელად გეტყვით, ესეც აღარ აქვს. არც ერთ პარტიას არ აქვს მინიმალური შანსიც კი, რომ ბარიერი გადალახოს და წაიკითხა იმ კაცმა ეტყობა რეიტინგები და უკვე წამოსცდა პირდაპირ ეთერში - ეს იყო და ეს", - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)