|
2024-03-24 15:47:48, 954 ნახვა
პოლიტიკა
„ახალი“ - ჩვენი არჩევანია საქართველოს EU-ში გაწევრიანება, რასაც წინ მმართველი პარტია ეღობება
ჩვენი არჩევანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც წინ მმართველი პარტია ეღობება და საკუთარი გადაწყვეტილებებით, ქართველი ხალხის ამ ისტორიული მისწრაფების აღსრულებას შეუძლებელს ხდის,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლიტიკური პარტია "ახალი" ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "სწორედ ამიტომ, ცვლილება თითოეული მოქაალქის მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს". "2024 წლის 22 მარტს, ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯი გადაედგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვლავ განაცხადა, რომ "ქართული ოცნებისთვის" საკითხი დახურულია და მმართველი პარტია არ აპირებს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე აუცილებელი რეფორმების გატარებას. ასევე, დღესვე, მოსამართლეთა კონფერენციაზე დასანქცირებულმა სასამართლო კლანმა ერთი-ერთში გაიმეორა მმართველი პარტიის დეზინფორმაციული გზავნილები ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეფორმების დისკრედიტაციის მიზნით. ეს კი ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე ღიად უარის თქმას ნიშნავს. ევროკავშირი არის ღირებულებებზე, პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებზე დაფუძნებული ცივილიზაციური ერთობა. რუსეთისგან განსხვავებით, ის სხვა სახელმწიფოებს აღიქვამს თანასწორ პარტნიორებად და პატივს სცემს ხალხის არჩევანს. ჩვენი არჩევანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც წინ მმართველი პარტია ეღობება და საკუთარი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხის ამ ისტორიული მისწრაფების აღსრულებას შეუძლებელს ხდის. სწორედ ამიტომ, ახლა, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის მთავარ პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ დემოკრატიულ მმართველობას და საქართველოს გახდის ევროკავშირის სრულფასოვან წევრად, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ნიშნავს კეთილდღეობას, უსაფრთხო გარემოს, ბედნიერებისა და მშვიდობის მყარ და სამუდამო გარანტიებს",- აღნიშნულია განცხადებაში.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)