02:11 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-24 14:57:01, 874 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ქართულ მართლმსაჯულებაში არავის ჩარევას არ დავუშვებთ

დღეს, ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია ყოველგვარი უცხოური ჩარევისგან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო და ამას შემთხვევით არ ვამბობ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში "ვინმეს ჩარევას" არ დაუშვებს.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, კანონის უზენაესობით და მართლმსაჯულების გამართული სისტემით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთ-ერთი ლიდერია.

"ეს არის ქართული ინსტიტუტი, რომელიც გამართულად მუშაობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები. მე, როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი ხელისუფლება არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში. საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არა მარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პირველ ადგილზეა კანონის უზენაესობის და ზოგადად, მართლმსაჯულების გამართული სისტემის მიხედვით. ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება",- თქვა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics