12:03 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-21 14:51:24, 571 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია იმყოფებოდა. შეხვედრაზე მან სტუდენტებს ქართული ჯარის ამოცანები, მიმდინარე რეფორმები, კარიერული განვითარების პერსპექტივები და განათლების მიღების შესაძლებლობები გააცნო. ბრიგადის გენერალმა განვლილი პროფესიული გზაც გაიხსენა და ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს. 

"სკოლებთან ერთად, 2022-2023 სასწავლო წელს, პროექტის განხორციელება უმაღლეს სასწავლებლებშიც დაიწყო. თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს უნივერსიტეტებს სტუმრობენ და ქართული ჯარის შესახებ გაცნობით შეხვედრებს მართავენ. 

თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics