|
2024-03-20 21:22:33, 590 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა დაასრულა. ვახტანგ გომელაურმა გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასა და სამინისტროს თანამშრომლების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. დასკვნით სიტყვაში, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო დეპუტატებო, ძვირფასო ოპოზიცია. ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო და მადლობა მინდა გითხრათ ყველას. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ყველა პოლიციელს, მათ ოჯახებს, მე ვიცი რა არის იყო და გყავდეს ოჯახის წევრი პოლიციელი. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)