03:18 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 16:23:57, 726 ნახვა

პოლიტიკა
ვარჰეი - უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის აღიარებაა

გამოწვევებისა და გაურკვევლობების მიუხედავად, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის ცხადი აღიარება, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევრონესტის საპრლამენტო ასამბლეის სესიაზე მიმართვისას აღნიშნა.

როგორც ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, შექმნიდან 15 წლის გასვლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები სხვადასხვა ადგილას.

"ნება მიბოძეთ, მივესალმო ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ კვლავ ვაჩვენებთ მედეგობას ლუკაშენკოს რეჟიმის სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების პირისპირ. ბელარუსის მოსახლეობის მიმართ ევროკაშირის მხარდაჭერა არის პრიორიტეტი. ეს მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში, ასევე დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერას საზღვარგარეთ.

ამ გამოწვევების და გაურკვევლობების მიუხედავად, ჩვენმა სამმა პარტნიორმა ქვეყანამ: უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის ცხადი აღიარება, ამ ქვეყნების ევროკაშირთან დაახლოებით. შექმნიდან 15 წლის გასვლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები სხვადასხვა ადგილას", - განაცხადა ვარჰეიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics