|
2024-03-19 13:40:08, 418 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო აშშ-ში, საერთაშორისო სათავგადასავლო ტურისტულ გამოფენაზე Travel and Adventure Show 2024 იყო წარმოდგენილი
დაცული ტერიტორიების სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, საერთაშორისო სათავგადასავლო ტურისტულ გამოფენაზე Travel and Adventure Show 2024 იყო წარმოდგენილი. მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო. „მსგავსი მასშტაბის გამოფენაში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს და მისი უნიკალური ბუნების პოპულარიზაციისთვის, ასევე, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების აქტიური მოზიდვის ხელშეწყობისთვის. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი ტურისტული კომპანიები; ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღნიშნულ კომპანიებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ“, - აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. გამოფენის Travel and Adventure Show 2024 მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს დაცული ტერიტორიებზე, ვირტუალური სათვალეების საშუალებით გასცნობოდნენ საქართველოს უნიკალურ ბუნებას. საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა, მოეწყო პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები. Travel and Adventure Show ტურიზმის სფეროში მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებაა. 19-წლიანი ისტორიის განმავლობაში, აღნიშნულმა გამოფენამ დააკავშირა 2,5 მილიონზე მეტი მოგზაურობის მოყვარული, 15 000-ზე მეტი ტურისტულ სექტორში მოღვაწე კომპანია და ათასობით სამოგზაურო მედია და მარკეტინგული არხი. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)