|
2024-03-18 11:55:59, 748 ნახვა
საზოგადოება
SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ
21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე, „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა“. ფეხბურთის გულშემატკივარ SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, შოთი არველაძეს და საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, Arveladze Foundation-ის დამფუძნებელს აჩი არველაძეს მოუსმინოს. შეხვედრის ფარგლებში, სპიკერები მსმენელს გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადების პროცესზე მოუყვებიან - გააცნობენ, თუ როგორ ემზადებიან სპორტსმენები თამაშებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს მათ წარმატებას ან წარუმატებლობას, რა ფაქტორები არის გასათვალისწინებელი მენეჯერისა და მოთამაშის მხრიდან მნიშვნელოვანი მატჩების წინ. შეგახსენებთ, რომ 21 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. 21 მარტს გამარჯვების შემთხვევაში კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყაზახეთისა და საბერძნეთის შეხვედრის გამარჯვებულ გუნდთან მატჩს 26 მარტს გამართავს. 26 მარტს გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსორი „საქართველოს ბანკია“. შეხვედრა 19 მარტს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე SOLO ლაუნჯში გაიმართება (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი, 29).
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)