|
2024-03-16 16:09:16, 768 ნახვა
საზოგადოება
მერია - სოფელ გლდანში, რამდენიმე ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში - ყაზბეგის, ჩოლოყაშვილისა და თავდადებულის ქუჩებს აწესრიგებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ყაზბეგის ქუჩაზე 1 550 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გზის საფარი წესრიგდება, რისთვისაც დაახლოებით, 455 000 ლარი დაიხარჯება. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე კი, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ასფალტის საფარი. აღნიშნულისთვის დაახლოებით, 83 000 ლარი დაიხარჯება. "საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს დემეტრე თავდადებულის ქუჩაზეც, სადაც 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბეტონის გზა დაიგება. სამუშაოებისთვის დაახლოებით, 80 000 ლარი დაიხარჯება. გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)