04:16 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-16 15:53:18, 697 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი საქართველოში მოიწვია

მაქვს იმედი, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მალე შეძლებს, საქართველოში გვეწვიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოწვევა ილჰამ ალიევს ოფიციალურად გაუზიარა.

„ვიმედოვნებთ, მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში. ეს ვიზიტიც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ გვაქვს პარტნიორობის, ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს სივრცე ურთიერთობების განვითარებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 16 მარტს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics