|
2024-03-14 16:14:58, 1003 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებებს: 37,031 გრ კოკაინს, 13,5699 გრ მეთადონს, 8,5617 გრ მდმა-ს, 5,705 გრ ამფეტამინს და 0,0061 გრ ლიზერგიდს. "ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი, გასაღების მიზნით, პაკეტებად დაფასოებული ქუთაისში, ე.წ. ლოკაციებზე განათავსა და თითოეულ ლოკაციას ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, ფოტოსურათები გადაუღო, რათა შემდგომში ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების დიდი ნაწილი ქუთაისში, ბრალდებულის მიერ დაქირავებული სასტუმროს ნომერში და მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. სასტუმროს ნომრიდან ასევე ამოღებულია სასწორი და ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო ნივთები. აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)