05:08 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 14:30:14, 773 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე კეზერაშვილზე - ეს ადამიანი თაღლითია, მძიმე დანაშაული არავის შერჩება

თაღლითი და კრიმინალია დავით კეზერაშვილი თავისი წარსულიდან და აწმყოდან გამომდინარე,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

კალაძის თქმით, სხვადასხვა „ევროპულ ქვეყანაში ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია და მსგავსი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება".

„ცხადია, ეს ადამიანი თაღლითი და კრიმინალია თავისი წარსულიდან გამომდინარე და აწმყოშიც რაც იკადრა უმძიმესი დანაშაულია, თაღლითური გზით ასი ათასობით პენსიონერი გააუბედურა. ევროპულ ქვეყნებში გამოძიებაც დაწყებულია. არავის შერჩება ასეთი მძიმე დანაშაული“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics