10:16 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 12:04:59, 638 ნახვა

საზოგადოება
ფანასკერტელ-ციციშვილისა და აგლაძის ქუჩებზე დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17 მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. 

ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

„პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სივრცე მთლიანად მოწესრიგდება. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა და სარწყავი ქსელები. დაირგვება ხე-მცენარეები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარკებისა და სკვერების განახლება, ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა, უბნებში არსებული სკვერების მოწესრიგება. გამგეობები ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებენ ამ მიმართულებით, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, რეკრეაციული სივრცის სრული რეაბილიტაცია დიდუბის რაიონის გამგეობამაც დაიწყო, სარეაბილიტაციო პროექტი კი აგლაძის ქუჩის N38-ში მიმდინარეობს.

„ტერიტორია, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობს შეადგენს. პროექტის მიხედვით, სივრცეში სრულად განახლდება საპარკო ინვენტარი, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ძაღლების სასეირნო სივრცე. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შადრევნის მოწყობა და გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები. რა მიდგომა და დამოკიდებულებაც გვაქვს პარკებთან და სკვერებთან მიმართებაში, ეს ყველგან იქნება გათვალისწინებული, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, ნორმალურ გარემოში დაისვენოს, განიტვირთოს და ივარჯიშოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics