|
2024-03-12 17:10:46, 957 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ოლიგარქს ქვეყანას ხელიდან გამოვგლეჯთ - ეს ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს და შევძლებ ხელახლა
“გამარჯვების კოალიცია”, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ოლიგარქს ქვეყანას ხელიდან გამოვგლეჯთ და ისევ დავუბრუნებთ ხალხს - მე ეს ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს და მას შემდეგ უზარმაზარი გამოცდილება დამემატა - ასე რომ, შევძლებ ხელახლა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, "სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა". "სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა. ამ ადამიანის ქონებრივ ინტერესებს ებმება საკადრო პოლიტიკაც - წულუკიანი გადაიყვანეს კულტურის მინისტრად, რადგან ივანიშვილს თავისი მორიგი უგემოვნო შენობისთვის მუზეუმის ტერიტორია სჭირდებოდა. ამჯერად, ჯანდაცვის მინისტრი მოხსნეს იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის წინააღმდეგობის გადალახვა და საავადმყოფოს ტერიტორიის ივანიშვილის სამშენებლო მოედნად გადაქცევა. ახლა მიიყვანეს კაცი, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებებს განახორციელებს. ჩემი მთავრობის პრინციპი იყო "ყველაფერი ხალხისთვის”, ამათი - "ყველაფერი ოლიგარქისთვისა და მისი მონებისთვის, ხოლო ხალხისთვის ზედმეტია". იგივე სამედიცინო სფეროში, რომელიც ქართველებისთვის ტრადიციულად ძალიან პრესტიჟული იყო, ჩვენ გვყავდა ბევრი სახელოვანი ექიმი. ვიცი, რაზე ვსაუბრობ, ჩემი ბაბუა მიშა სააკაშვილი სამედიცინო ინსტიტუტის დამფუძნებელი რექტორია. დღეს კი. ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 75% უცხოელები არიან და ასეა ყველა სფეროში. “გამარჯვების კოალიცია” “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ოლიგარქს ქვეყანას ხელიდან გამოვგლეჯთ და ისევ დავუბრუნებთ ხალხს. ეს გამოიწვევს ფასების მკვეთრ შემცირებას, ხელფასების მომატებას, ასობით ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნას, აქ მყოფი ხალხის დასაქმებასა და წასულების დაბრუნებას. მე ეს ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს და მას შემდეგ უზარმაზარი გამოცდილება დამემატა - ასე რომ, შევძლებ ხელახლა",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)