|
2024-03-12 13:58:26, 716 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ხაბეიშვილი პერფორმანსებით არის დაკავებული - ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს, ასე განაგრძოს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის განვითარება იმგვარად უნდა განაგრძოს, რა მეთოდიც ახლა აქვს არჩეული. რაც შეეხება საწვავის ფასებს, დედაქალაქის მერის თქმით, რთულია, მსოფლიოში წლების წინ არსებული ვითარება დღევანდელს შეადარო. „ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე პერფორმანსებით არის დაკავებული. თავიდანვე ვთქვი, როდესაც მას პარტიის თავმჯდომარედ ირჩევდნენ, რომ საინტერესო პერფორმანსები და მოვლენები გველოდებოდა წინ. ასე განაგრძოს. ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს. როგორ შეიძლება, 2012 წელს შევადაროთ დღევანდელი მოცემულობა? მთელი მსოფლიო შეიცვალა, ხედავთ რა ხდება მსოფლიოში, რეგიონში, როგორი რყევებია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს. ამიტომ, რთულია, 11 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობას შეადარო, რა იყო 2012 წელს ან მანამდე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)