|
2024-03-11 20:31:56, 857 ნახვა
საზოგადოება
600-ზე მეტი მოსწავლე, 120 სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის STEM სკოლა გრძელდება
მოსწავლეებისთვის ხარისხიან STEM განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მათი მომავლის პროფესიებით დაინტერესებისთვის, „საქართველოს ბანკი“ ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. მეორე წელია, ფინანსური ინსტიტუტი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM სკოლის პროექტს ახორციელებს. STEM სკოლა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. გამომდინარე იქიდან, რომ ბანკის მიზანია, ხარისხიანი განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს, სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და მასში ჩართვა საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. ამჟამად პროექტში 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატთა რაოდენობა კი 120-ს აღემატება. ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად დამატებით 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს და კურსის გასავლელად საჭირო მოწყობილობებს (არდუინოების ნაკრებს, მულტრიმეტრს და სხვა) საჩუქრად გადასცემს. „საქართველოს ბანკი" მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. რადგან ჩვენ გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო პოტენციალის. მათი ხელშეწყობის მიზნით კი ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ. უკვე მეორე წელია, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, STEM სკოლა დავაფუძნეთ - პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის ხარისხიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათი მომავლის პროფესიებით დაინტერესებას. გვახარებს ჩვენი ინიციატივისადმი მუდმივად მზარდი ინტერესი. ამჟამად STEM სკოლაში 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, ჩვენი სტიპენდიატების რაოდენობა კი 120-ზე მეტია. ამასთან, ჩვენ ყოველწლიურად დამატებით 60 მოსწავლეს სრულად ვუფინანსებთ სწავლას. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალგაზრდებისთვის განათლების ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე. „საქართველოს ბანკის“ მიერ განათლების და ზოგადად, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი შესაძლებლობების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლია გაიგო პლატფორმაზე - CSR.BOG.GE
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას ცოცხლად ჭამენ
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)