|
2024-03-11 13:24:03, 581 ნახვა
საზოგადოება
თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 56%-ით გაიზარდა
2024 წლის თებერვალში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, თებერვალში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 118 507 მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის თებერვალი 75 760 მგზავრი). "მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. თებერვალში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 37 %-ით გაიზარდა და 350 რეისს მოემსახურა. ( 2023 წლის თებერვალი- 256 რეისი). 2024 წლის ორი თვის ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთკანადი 68 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 52 %-ით გაიზარდა. ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება",- ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას ცოცხლად ჭამენ
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)