|
2024-03-09 12:55:07, 912 ნახვა
პოლიტიკა
მუსლიმთა სამმართველო მიმართავს სახელმწიფოს მოახდინოს რეაგირება ადიგენში რელიგიურ დაპირისპირებაზე
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო გმობს ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას და აცხადებს, რომ ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ისინი სახელმწიფო უწყებებს რეაგირებისკენ, ხოლო მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ და მიმართავენ, რომ პროვოკაციებს არ აყვნენ. "აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. შესაბამისად, თითოულმა მოქალაქემ პატივი უნდა ვცეთ როგორც კონსტიტუციას ასევე ერთმანეთის ღირებულებებს, განსხვავებული ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანებს. მივმართავთ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, დროულად მოიკვლიონ მომხდარი ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. იმედს გამოვთქვამთ სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების რეაგირებით შესაძლებელი გახდება კონფლიქტის მოგვარება, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქართულ ტოლერანტულ და შემწყნარებლურ ტრადიციას", – ნათქვამია განცხადებაში. ადიგენის ცენტრში მუსლიმებს პარასკევის ლოცვა ჩაუშალეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. კერძოდ, დაპირისპირება იუსუფ მიქელაძის სახლთან მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სახლის გარეთ ათეულობით პოლიცია და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც. თავად მიქელაძე, სავარაუდოდ, გამოკითხვაზე იმყოფება.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)