11:54 - 02 Oct, 2026
|
2024-03-07 15:55:03, 819 ნახვა
საზოგადოება
„ჩემს გამომცემლობასა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
6 მარტს "ჩემს გამომცემლობასა" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორთან სპეციალური მიღება გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ღონისძიებაზე თსუ-ში წიგნის მაღაზიების დიდი ქსელის შექმნასა და ამ ქსელში თსუ გამომცემლობის გარდა სხვა გამომცემლობების წიგნების შეტანაზე ისაუბრა. თანამშრომლობის ფარგლებში "ჩემი გამომცემლობა" უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცემს ახალი გამოცემების თითო ეგზემპლარს. უნივერსიტეტი კი დახმარებას გაუწევს გამომცემლობას ახალი გამოცემების პრეზენტაციებსა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა–გაყიდვის ორგანიზებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)