|
2024-03-07 11:25:16, 923 ნახვა
საზოგადოება
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ხვიჩიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, თავდასხმა პარტიის ოფისში მოხდა. "ეს ყველაფერი გამოწვეულია "ქართული ოცნებისა" და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით. მერე ეს ძმა წავიდა აშშ-ში. ახლა მეორე ძმამ, მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა. მოვიდა ოფისში, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე და უბრალოდ მისი მოქნეული ხელი მომხვდა... მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, სავარაუდოდ, მაინც ჩააყუდებენ ციხეში. ასე დამთავრდება ეს ისტორია",- განაცხადა ხვიჩიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)