|
2024-03-06 15:49:58, 1032 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს სტუმრობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა - მინისტრი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და დასავლეთის სარდლობის ხელმძღვანელმა პირებმა მინისტრს სამხედრო ქვედანაყოფების საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. "თავდაცვის მინისტრმა სიმონეთის საველე ბანაკი დაათვალიერა, გაეცნო სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებსა და ბაზის ინფრასტრუქტურას. უწყების ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის პოლიგონზეც, სადაც მცირეკალიბრიანი შაშხანებიდან საცეცხლე სწავლებას დაესწრნენ. დღესვე, ირაკლი ჩიქოვანი მე-3 ქვეით ბრიგადაშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო ქვედანაყოფის სტრუქტურის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ მოხსენება მოისმინა. მან ყაზარმები, სპორტული დარბაზი, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)