|
2024-03-06 12:04:07, 711 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს მაღაროში სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მაღაროში სამაშველო ოპერაციების ტრენერთა ტრენინგი გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მაღაროში სამაშველო ინსტრუქტორის როლი და პასუხისმგებლობები, რისკების შეფასება, სამაშველო ოპერაციის სცენარისა და სასწავლო სესიების მომზადება. "სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს. ტრენერთა ტრენინგი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)