|
2024-03-04 11:27:17, 965 ნახვა
სამართალი
აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მახალაკიძეებში, ჩანჩხალოსა და ოლადაურში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებსა და სპეციალურ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ მოწყობილი. სოფელ ოლადაურში, სამართალდამრღვევს, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 13 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. „უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრიორიტეტია. რეგისტრაციის გარეშე უკანონო სახერხი დანადგარის მონტაჟი სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ვინაიდან დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აჭარაში გამოვლენილი სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებში გადაიგზავნა. გარემოს დაცვის მიზნით, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას და დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთას“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)