|
2024-03-01 13:30:29, 1097 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესის განვითარების შესახებ ვორქშოპი გამართა
"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, მეწარმეების ხელშეწყობას და მათ საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა EU4Business-თან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან თანამშრომლობით, ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი „როგორ დავგეგმოთ ბიზნესის განვითარება“ გამართა. "საქართველოს ბანკის" მიერ ორგანიზებულ ორდღიან შეხვედრას ბიზნესკონსულტანტი და Start - Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი, ლარისა პატარაია უძღვებოდა. ქალ მეწარმეებთან შეხვედრაზე მან ბიზნესის გაფართოებისა და გაძლიერების შესახებ ისაუბრა. შეხვედრები "საქართველოს ბანკის" მიერ ბიზნესისთვის სპეციალურად შექმნილ 4B-ის სივრცეში ჩატარდა და მას 30-ზე მეტი მეწარმე ქალი დაესწრო. შეხვედრაზე სპიკერმა მიმოიხილა ისეთი თემები, როგორებიცაა:
გარდა ამისა, ვორქშოპის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, უფასოდ გაევლოთ 1-საათიანი ინდივიდუალური კონსულტაცია მომხსენებელთან და განეხილათ საკუთარი ბიზნესის სტრატეგიული გეგმები. „მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა "საქართველოს ბანკის" სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესში ბარიერების შემცირებას. მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ქალი მეწარმეებისთვის ჩაგვეტარებინა ვორქშოპი ბიზნესის განვითარების საკითხებზე და მათთვის მიგვეცა შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესის გამოწვევები თუ გეგმები კვალიფიციურ სპეციალისტთან ერთად განეხილათ. "საქართველოს ბანკი" ბიზნესის წარმომადგენლებს მომავალშიც არაერთ მსგავს ინიციატივას შესთავაზებს“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)