|
2024-03-01 13:22:22, 961 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის გაზით მომარაგების და ენერგოუსაფრთხოების კუთხით
საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. პროექტი 10 წლის წინ დაიწყო და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპის გაზით მომარაგების კუთხით, ასევე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის, რაშიც საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა დღეს ბაქოში მიმდინარე სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალზე სამხრეთის გაზის დერეფნის მონაწილე ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა, ასევე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა პროექტის მიმდინარე საკვანძო საკითხები და მისი განვითარების სამომავლო ხედვა და გეგმები განიხილეს. მინისტრთა სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებს, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის უმნიშვნელოვანესი მაგისტრალები სწორედ საქართველოზე გადის და კასპიის ზღვიდან გაზის მიწოდება საქართველოს აქტიური თანამონაწილეობის და ჩართულობის გარეშე ვერ მოხდებოდა. „ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ისე, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, იმისთვის, რომ ამ პროექტის შესაძლებლობები მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზარდოს და მან კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულოს ევროპის გაზით მომარაგების მიმართულებით. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს თავისი ეკონომიკური ინტერესები და ისინი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოხატული", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბაქოში მიმდინარე შეხვედრა საქართველოსთვის ასევე სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ის კარგი შესაძლებლობაა პარტნიორ ქვეყნებთან ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ამ კუთხით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)