|
2024-02-28 15:10:33, 808 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ოპოზიციის დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან ფინანსდება - ეს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის ტოლფასია
რაც უფრო მეტი და მეტი ინფორმაცია მჟღავნდება, ფაქტია და ვხედავთ, ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა ყალბი NG0-ების მეშვეობით იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულებები მიიღონ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საუბარია უცხოეთიდან თანხების შემოდინებაზე და "როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი სწორედ საზღვარგარეთიდან ფინანსდება". პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "უცხოეთიდან ჩარევა საფრთხეს წარმოადგენს და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის ტერიტორიიდან ხდება ჩარევა, ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს". "საუბარი გვაქვს უცხოეთიდან დაფინანსებაზე. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს ტოლფასია საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის. უცხოეთიდან ჩარევა არის ერთ-ერთი საფრთხე, რაც მოსალოდნელია ამ არჩევნებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს საფრთხე მომდინარეობს, რა თქმა უნდა, რუსეთიდან, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იქნება ჩარევა. ჩარევა მოხდება რუსეთის, ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, ნებისმიერის ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა და სწორედაც რუსული სტილია და უნდა შეწყდეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)