06:47 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 16:29:26, 2856 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნაზე გეგმები არ არსებობს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი თავისი ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ გეგმავს.

როგორც სტოლტენბერგმა Associated Press-ს უთხრა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეები საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ.

"ნატოს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ამას ვაკეთებთ 2014 წლიდან და გავაძლიერეთ მხარდაჭერა სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, მაგრამ არ არსებობს გეგმები ნატოს საბრძოლო ჯარების უკრაინაში გაგზავნაზე",- თქვა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ "უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხული არაა".

აღნიშნულის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დაადასტურა, რომ უკრაინაში ჯარის გაგზავნის საკითხზე დისკუსია გაიმართა, თუმცა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

საკითხს გამოეხმაურნენ კრემლში და თქვეს, რომ დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა რუსეთისა და NATO-ს პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics