|
2024-02-22 18:13:47, 953 ნახვა
საზოგადოება
მერია - გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ვასაძისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების კვეთასთან ავტომობილების გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 24-დან 28 თებერვლამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, ქერჩის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხვედრას ფორე მოსულიშვილის ქუჩის გამოყენებით შეძლებენ, ხიზანიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები კი ქერჩის ქუჩის მიმართულებით ხიზაბავრის, ილია ვეკუას, ხიზანიშვილისა და ფორე მოსულიშვილის ქუჩების საშუალებით გადაადგილდებიან. "რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N292, N304, N308, N323, N335, N348, N351, N373 და N355, ასევე, მიკროავტობუსები: N512, N517, N518, N548 ვასაძის ქუჩის ნაცვლად მოსულიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებენ. ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი „ახმეტელის თეატრის“ მიმდინარე ტერიტორიიდან მგზავრებს ვასაძის ქუჩის ნაცვლად, მოსულიშვილისა და ქერჩის ქუჩების გავლით მოემსახურება", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)