|
2024-02-22 13:48:56, 1034 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, AD BLACK SEA-ს გუნდი Tbilisi Design Festival 2024-ს გამართავს
"თიბისის" მხარდაჭერით, თბილისში დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 2024 წელს AD BLACK SEA-ს გუნდი კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის გარდა ერთდღიანი ღონისძიებისთვის ემზადება. Tbilisi Design Festival 2024 პირველ მაისს ჩატარდება და იქნება პირველი საერთაშორისო ფესტივალი თბილისში, რომელიც სრულად დიზაინ მიმართულებას მიეძღვნება. "თიბისი" და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. "თიბისისთვის", შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ღონისძიების თბილისში ჩატარება AD BLACK SEA-ს შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ავსტრიელი დიზაინერი სტეფან საგმაისტერი, რომელსაც კარიერის განმავლობაში უმუშავია ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორებიცაა - როლინგ სტოუნსის ალბომის ქავერი, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვები. თანამედროვე სამყაროში, დიზაინი არამხოლოდ შემოქმედებით ინდუსტრიაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. "თიბისისთვის" მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს საქართველოში დიზაინ ინდუსტრიის განვითარებას, მის გამრავალფეროვნებას და სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალების გამოცდილების ახალი თაობისთვის გაზიარებას.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)