|
2024-02-22 11:10:31, 574 ნახვა
საზოგადოება
ივნისიდან Jazeera Airways ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს
ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, თბილისის შემდეგ ბათუმი იქნება საქართველოში მეორე მიმართულება, სადაც Jazeera Airways კვირაში 7 სიხშირით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება განაპირობა იმან, რომ საქართველო სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. "Jazeera Airways-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2018 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო. მას შემდეგ რაც ორწლიანი მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას, რათა მეტი მიმართულება და მეტი სიხშირე შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს. შედეგად, ავიაკომპანია 14 ივნისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ელ-ქუვეითი-ბათუმი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს", - განაცხადა ქარქაშაძემ. გალფის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი მზარდია. ქუვეითიდან საქართველოს 2023 წელს 77,392 მგზავრი ეწვია. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან კი ჯამში საქართველოში გასულ წელს 1,094,695 მგზავრი ჩამოვიდა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)