|
2024-02-22 09:53:21, 634 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გემო ფესტთან დაკავშირებით დამატებით რეისებს ნიშნავს
უკვე მეორედ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყველაზე გემრიელი გასტრონომიული ფესტივალის, პარტნიორი ხდება და ამჯერად ვიზიტორებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 24-25 თებერვალს მესტიაში ელოდება. გემო ფესტთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ ნატახტარიდან-მესტიის მიმართულებით და პირიქით, დამატებითი რეისები დანიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, გასტრონომიულ ფესტივალთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანება, რეგულარულ ფრენებთან ერთად 22, 23, 25 და 26 თებერვალს ნატახტარი-მესტია, მესტია-ნატახტარის მიმართულებით და უკან, რეგულარულთან ერთად დამატებით რეისებს შეასრულებს. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, უკვე მეორედ უერთდება გემო ფესტს და ქუთაისის შემდეგ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ამჯერად მესტიაში გმასპინძლობთ. მესტიის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს. გასტრონომიული ფესტივალთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ 4 რეისი დაამატა, რაც ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდას ფესტივალზე დასასწრებად. შევხვდებით მესტიაში", - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე. 24-25 თებერვალს, გემო ფესტი მესტიის ცენტრში გაიმართება, სადაც შეფების და ადგილობრივი მზარეულების მიერ სვანური კულინარიის ახლებური ხედვა იქნება წარმოდგენილი. პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება.
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
გაუპატიურების ბრალდებაზე პენიტენციური დეესკალაციის ოთახში გადაღებულ კადრებს ავრცელებს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)