12:23 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 21:55:57, 780 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი - პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში ახალ იმპულსს მოიტანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წლების განმავლობაში შედეგზე ორიენტირებულად ვითარდებოდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
 
„ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელიც გამყარებულია კონსტიტუციით. ასევე, ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მობრძანდა ნატოს ოფისში, სადაც ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გენერალურ მდივანთან. თავად ნახეთ პრესკონფერენცია, სადაც გაჟღერდა კონკრეტული გზავნილები და თავად ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც არის მთავარი პლატფორმა, ჩატარდა უმაღლეს დონეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით და ესეც არის ამ ძალიან შედეგიანი თანამშრომლობის ნაწილი. 

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წლების განმავლობაში ძალიან შედეგზე ორიენტირებულად ვითარდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics