|
2024-02-21 19:05:09, 612 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე თემურ ჯანაშიაზე - ქვეცნობიერმა ათქმევინა ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის, ეს არის მათი გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება
წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები არის ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის მათი [ოპოზიციის] მიზანი. ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ მიზანი ეს არის, მართალია ამ შემთხვევაში ის ადამიანი, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში. მდინარაძის განმარტებით, არჩევნების დღეს, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები ვერ დაისმება, "რაც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც ცნობილია, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, წინასაარჩევნო პროცესში შექმნან რევოლუციური მუხტი". "ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით იციან, რომ პრობლემები ვერ შეიქმნება არჩევნების დღეს. წინასაარჩევნო პერიოდში იქნებ აღქმა მაინც შექმნან იმისა, რომ ასეთი პრობლემები იქნება და წინასაარჩევნოდ აპირებენ, რაღაც რევოლუციური მუხტი ასწიონ და წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები დააანონსა ამ ადამიანმა პრაქტიკულად, ოღონდ ეს იყო წამოცდენა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიეხმარა წამყვანიც, რომ ეს არ წამოსცდენოდა, მას ამან არ უშველა, იმიტომ, რომ ქვეცნობიერი არის ძალიან ძლიერი რამ, რაც ხშირად გაიძულებს რომ რაღაც სიმართლე რაც შენს თავში ტრიალებს და რისთვისაც ემზადები, ეს გათქმევინოს. შესაბამისად, ქვეცნობიერმა ათქმევინა ბატონ თემურს ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის. ეს არის მათი გეგმა, ოღონდ გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)