|
2024-02-20 15:34:07, 751 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „გრადა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის დაფინანსებით, გრადა დეველოპმენტი დიდი დიღმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ - გრადა პარკის ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 25 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს გრადა პარკის ახალი პროექტი 13,000 კვ.მ ფართობზე შენდება. ის ოთხი 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გულისხმობს, რაც ჯამში 582 ბინას გააერთიანებს. კომპლექსი უახლოესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და ის კომერციულ ფართების, რეკრეაციულ ზონის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნების, ველობილიკების, სასეირნო და სარბენი სივრცეების, ელექტრო მანქანების დამტენი ზონის, მიწისქვეშა ავდოსადგომისა და სხვა სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. კომპლექსის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და 2026 წელს დასრულდება. „გრადა დეველოპმენტი უკვე 7 წელია თბილისის ყველაზე მზარდ განვითარებად უბანში - დიღომში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიის მიერ დასრულებულ საცხოვრებელ პროექტებში დღეს 1,000-მდე ოჯახი ცხოვრობს. „საქართველოს ბანკთან“ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და ყველა პროექტი ერთობლივად გვაქვს განხორციელებული. „გრადა პარკი“ ჩვენი ახალი საერთო პროექტია, რომელიც მაცხოვრებლებისთვის ყველა საჭირო სივრცეს გააერთიანებს და შეუქმნის ჯანსაღ და მყუდრო გარემოს, სადაც მათ ექნებათ დასვენებისა და განტვირთვის საშუალება. აღსანიშნავია, რომ პროექტები ენერგოეფექტურია, ის მაღალი ხარისხის მასალებისგან შენდება და აღჭურვილია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემით, რაც ჩვენს მაცხოვრებლებს კომფორტული და მშვიდი ცხოვრების გარანტიას აძლევს“, - განაცხადა ნათია ლაბაძემ, გრადა დეველოპმენტის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)