07:36 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 09:13:28, 1378 ნახვა

ომი უკრაინაში
კანადა უკრაინას დრონებს გადასცემს

კანადის მთავრობა უკრაინას SkyRanger R70-ის ტიპის 800-ზე მეტ უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა.

როგორც უცხოური მედია წერს, SkyRanger-ი აღჭურვილია ავტონომიური სანავიგაციო სისტემებით და შეუძლია 3,5 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა, საბრძოლო მასალის ჩათვლით. ისინი განკუთვნილია სათვალთვალო და სადაზვერვო მისიებისთვის და ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მარაგის ტრანსპორტირებისთვის.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეორე წლისთავის მოახლოებასთან ერთად, ეს უპილოტო საფრენი აპარატები დააკმაყოფილებენ უკრაინის ზოგიერთ ყველაზე გადაუდებელ თავდაცვით საჭიროებას",- აღნიშნულია სამინისტროს პრესრელიზმში.

მედიის ინფორმაციით, დრონების ღირებულება 70 მილიონ დოლარზე მეტია.

„დღევანდელი განცხადება უზრუნველყოფს, რომ უკრაინას აქვს დრონები, რომლებიც მას სჭირდება, რათა აღმოაჩინოს და დაადგინოს სამიზნეები, რომლებიც კრიტიკულია უკრაინის მიმდინარე ბრძოლისთვის. კანადა დადგება უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“,- ამბობს ბლერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics