|
2024-02-15 13:32:46, 860 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია
დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია, მაგრამ მისი საბრალდებო დასკვნა მე არ წამიკითხავს, ვერც ვერავინ წაიკითხავს, რადგან კანონი იცავს. სინამდვილეში, რაში დასდეს ბრალი, რატომ მიუსაჯეს, მე არ ვიცი, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება ბევრჯერ ითხოვეს. "მე ვფიქრობ, რომ აქამდეც უნდა გათავისუფლებულიყო. მივესალმები და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა. ბევრჯერ ვითხოვეთ [მამალაძის გათავისუფლება], მაგრამ რა ვქნათ, რაც არის, არის. სინამდვილეში, რა და როგორ არის, ამას ვინ გაიგებს?! რაც ჩემს შესაძლებლობებში იყო, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე, რომ ის გამოსულიყო ციხიდან. დარწმუნებული ვარ, რომ მას მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია, მაგრამ მისი საბრალდებო დასკვნა მე არ წამიკითხავს, ვერც ვერავინ წაიკითხავს, რადგან კანონი იცავს ამ საბრალდებო დასკვნას. სინამდვილეში, რაში დასდეს ბრალი, რატომ მიუსაჯეს, მე არ ვიცი", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა "TV პირველთან" სატელეფონო საუბრისას. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დაწესებულიდან გუშინ, 14 თებერვალს გათავისუფლდა. დეკანოზი ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)