|
2024-02-15 11:39:33, 845 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის 96_ე სეზონის გენერალური სპონსორია
ბაზისბანკი უკვე მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური სპონსორია და აღნიშნული პარტნიორობა თეატრის 96_ე სეზონზეც აქტიურად გაგრძელდება. ბაზისბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის პერიოდში, მარჯანიშვილის თეატრს დაგეგმილი აქვს რამდენიმე პრემიერა. ახლო მომავალში გაიმართება რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლის „უცნაური მისის სევიჯის„ საპრემიერო ჩვენება. უცნაური მისის სევიჯი“ ლირიული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა. მარჯანიშვილის თეატრი ამ პიესის მოტივებზე აგებულ სპექტაკლს შესთავაზებს მაყურებელს. მარჯანიშვილის თეატრს, წლის განმავლობაში, ასევე დაგეგმილი აქვს რამდენიმე რეგიონალური და საერთაშორისო გასტროლი. ‘’მარჯანიშვილის თეატრი აქტიურად განაგრძობს პროექტების და სპექტაკლების დაგეგმვა-განხორციელებას. სეზონის დასრულებამდე იგეგმება ორი პრემიერა, კერძოდ, ქართველი რეჟისორის, ციცინო კობიაშვილისა და ამერიკელი რეჟისორის, ადრიან გიურგეას ჩვენებები. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ნახსენები სპექტაკლები კულტურის სამინისტროსა და ‘ბაზისბანკის’ მხარდაჭერით განხორციელდება. მარჯანიშვილის თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი მადლობას უხდის ბაზისბანკს თანამშრომლობისთვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქართული თეატრის განვითარებისთვის“, - აცხადებს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ კალატოზიშვილი. „ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ქართული კულტურის ატიური მხარდამჭერია. მოხარულები ვართ, რომ მარჯანიშვილის თეატრთან კვლავ ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა მეტად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. აღნიშნული თანამშრომლობით კი ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქმეში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატების მომტანი იქნება მარჯანიშვილის თეატრისთვის და ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს“, - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)