|
2024-02-14 17:14:58, 1016 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - ფიზიკური პირის ქონების/აქტივის მიწოდებაზე საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საანგარიშო პერიოდად განსაზღვრულია კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა
ფიზიკური პირის ქონების/აქტივის მიწოდებაზე საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საანგარიშო პერიოდად განსაზღვრულია კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, ფიზიკურ პირებს, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება უკვე გაეგზავნათ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის საშუალებით. "2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება, (მიღების თარიღი 05.04.2023) რომლის მიხედვით ფიზიკური პირისთვის, რომელიც არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივის რეალიზაციიდან იღებს ნამეტ შემოსავალს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა. დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, ფიზიკურ პირებს, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება უკვე გაეგზავნათ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის საშუალებით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ აღნიშნული ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიწოდებულ ქონებაზე/აქტივზე, კერძოდ:
ფიზიკური პირი ვალდებულია ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა (პირველი საანგარიშო პერიოდი-15 თებერვალი) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი. ფიზიკური პირების უკეთ ინფორმირების მიზნით, შემუშავებულია ვიდეო ინსტრუქცია, სადაც განხილულია ფიზიკური პირის, მათ შორის არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ, ქონების/აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში პირის საგადასახადო ვალდებულება და გადასახადის განაკვეთები, ასევე განხილულია მაგალითები და საშემოსავლო დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის პირობები. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმულები: ვიდეო ინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=nL3elVIRcFI ცვლილება N 2768-XIმს-Xმპ საგადასახადო კოდექსში: https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/36a7135c-a7b8-4cce-a984-9d002a22e7bc ცვლილება ,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში: https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/2c49689c-06e8-4cad-aae1-d0665c1086d9 ხშირად დასმული კითხვები: https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1",- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)