|
2024-02-14 13:33:18, 668 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 15-17 თებერვალს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15-16 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 17 თებერვალს შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +10, +12 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)