08:32 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-10 14:09:37, 1861 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - რუსული ძალები კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან

რუსული ძალები კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ISW-ს ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტი მოინახულა და რუსეთის სარდლობისგან ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

"რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ რუსეთის დასავლეთის ძალების სამეთაურო პუნქტს ეწვია და რუსი მეთაურებისგან ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ცნობები მიიღო.

შოიგუს ვიზიტი შეიძლება მიუთითებდეს, რომ დასავლეთის ძალების დაჯგუფება ხელახლა აფასებს კუპიანსკი-სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ მიმდინარე შეტევითი ოპერაციის ასპექტებს მას შემდეგ, რაც იანვარში რუსეთის გაძლიერებულმა თავდასხმებმა გამოიწვია მხოლოდ ზღვრული ტაქტიკური მიღწევები. შოიგუს ვიზიტი ასევე შესაძლოა მიუთითებდეს, იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა პრიორიტეტს ანიჭებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics