|
2024-02-09 12:08:04, 678 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ლილოს დასახლებაში რეკრეაციული სივრცე მოაწყო
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად, ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას IV შესახვევში, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოების შედეგად, რომელიც 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დაირგო 1 846 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, ხოლო 6 152 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი. დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნულ დასახლებაში რამდენიმე წლის წინ საცურაო აუზიც აშენდა, რომლითაც აქტიურად სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა. „მახსოვს, როდესაც პირველად მოვედი აქ, რა მდგომარეობა იყო ამ ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, ეს სივრცე ყველანაირად მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში დაირგო ახალი მცენარეები, ბავშვებისთვის გაჩნდა შესაბამისი სივრცე, სადაც დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ახალი განათების ბოძები LED სანათებით, სარწყავი სისტემები. ძალიან მაგარია იმ თვალსაზრისით, რომ აქვე არის ორი ძალიან დიდი სკოლა - საჯარო და კერძო. რამდენიმე წლის წინ ჩვენ აქვე დავასრულეთ საცურაო აუზის პროექტი, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. ამ რეკრეაციული სივრცის მოწყობაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა კალაძემ. ახლად მოწყობილი რეკრეაციული სივრცე ასევე დაათვალიერეს სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, პარლამენტის წევრებმა, სოზარ სუბარმა და ქეთევან ჩარკვიანმა და თბილისის საკრებულოს წევრმა, რევაზ სოხაძემ.
დავითაძის დედა, რომელიც სისტემას გაუპატიურებაში ამხელეს, ყველას უმკაცრეს დასჯას მოითხოვს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)