20:34 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 16:55:51, 814 ნახვა

საზოგადოება
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეხუთე ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მაშველები სტიქიის ზონაში კიდევ 4 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ.

შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი წუხელ ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან უსაფრთხოდ ერთი პირის გამოყვანა შეძლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics