00:14 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 11:57:39, 553 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - დედაქალაქს პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი დაუბრუნდება

დედაქალაქს ნევროლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი დაუბრუნდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.

შესაბამისი ღონისძიებების გატარება კახა კალაძემ თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ეზოში აღნიშნული ბიუსტი 1988 წელს განთავსდა, ხოლო დაწესებულების ადგილმდებარეობის ცვლილების შემდეგ, მისი დემონტაჟი განხორციელდა. მინდა, მივმართო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას: როგორც ვიცი, აღნიშნული ბიუსტი „ნიუ ჰოსპიტალსს“ აქვს, მათი მხრიდანაც არის მზაობა მისი განთავსებისთვის -დავიწყოთ მუშაობა, რათა ურთიერთშეთანხმებით, ქალაქს საზოგადო მოღვაწის ბიუსტი დაუბრუნდეს“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ქუჩაზე, ვაშლიჯვრის დასახლებაში, შესაბამისი საინფორმაციო დაფა განთავსდება.

„ასეთ ადამიანებს სჭირდება პატივისცემა, დაფასება და ჩვენი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ვფიქრობ, აუცილებელია“, - დასძინა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics