|
2024-02-06 18:42:30, 687 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - 2024 წლის ბიუჯეტით, სამი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 243 მლნ ლარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროექტების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამა გახლავთ „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც გაშენებულია 22 ათას ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი. ჩვენი გათვლებით, მას შემდეგ რაც, გაშენებული ბაღები სრულ მსხმოიარობაში შევა, მიღებული მოსავლის რაოდენობა 200 ათას ტონას და ღირებულებაში 500 მილიონ ლარს გადააჭარბებს. პროგრამის შედეგები უკვე აისახება საექსპორტო მაჩვენებლებზე. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მოცვი, რომელიც ბოლო წლებში სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენდა. გასულ წელს მისი ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 21 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე და მომავალ წლებში კი ველოდებით ამ მაჩვენებლების კიდევ მეტად ზრდას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2013 წლიდან დღემდე, 46 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, რომლის მეშვეობით ფერმერებს და მეწარმეებს იაფ ფულად სახსრებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცათ; სახელმწიფოს მხრიდან საპროცენტო განაკვეთი წლიური 11 პროცენტის ფარგლებშია. საფინანსო ორგანიზაციების მიერ ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულია 6 მლრდ ლარზე მეტი სესხი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გაცემული თანადაფინანსება 900 მლნ ლარს აღემატება. „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამის ფარგლებში დღემდე დაფინანსებულია 257 საწარმო, საიდანაც 176 უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად იწარმოება 250 მილიონ ლარამდე ღირებულების პროდუქცია. შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 100 ათას ტონამდე პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას. სამივე ეს პროგრამა გრძელდება და 2024 წლის ბიუჯეტით მათ დასაფინანსებლად გამოყოფილია 243 მლნ ლარი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)