01:18 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 17:55:41, 515 ნახვა

საზოგადოება
ხუციშვილი - საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან

საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, 2022 წელს საქართველო შეუერთდა მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ IDA (საერთაშორისო განვითარების ასოციაცია) დონორების ქვეყნებს, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 30 წლისთავზე, ხოლო მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება შევუერთდეთ აზიის განვითარების ბანკის ADF (აზიის განვითარების ფონდი) პლატფორმას, როგორც დონორი ორგანიზაცია.

2023 წელს საქართველო თავმჯდომარეობდა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას და წლის მანძილზე საქართველოში წარმატებით ჩატარდა ყველა დაგეგმილი ღონისძიება.

„ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური სამზადისი, 2024 წლის მაისში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობისათვის, რაც იქნება ამ მიმართულებით საქართველოში ჩატარებული ყველაზე დიდი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics