|
2024-02-06 17:28:13, 685 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - პანდემიის შემდეგ სამ წელიწადში, სრულად შევძელით ფისკალური პარამეტრების, მიმდინარე ანგარიშის ბალანსისა და ინფლაციის პანდემიამდელ დონეზე ქვემოთ დაბრუნება
პანდემიის შემდეგ სამ წელიწადში, სრულად შევძელით ფისკალური პარამეტრების, მიმდინარე ანგარიშის ბალანსისა და ინფლაციის პანდემიამდელ დონეზე ქვემოთ დაბრუნება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. ხუციშვილის თქმით, საქართველომ საკმაოდ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის დაწყება, რაც საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულმა და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა. „ჩვენ გასული წლის მეორე ნახევრიდან ვხედავთ ინფლაციის მკვეთრ დასტაბილურებას, რასაც ხელი შეუწყო, როგორც მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და ფისკალურმა კონსოლიდაციამ, ასევე, საერთაშორისო ფასების დასტაბილურებამ, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოღებამ და თურქეთის ბაზარზე წვდომამ. გასულ წელს საშუალო ინფლაციამ 2,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ბოლო 10 თვის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მომავალშიც მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნდება", - აღნიშნა ხუციშვილმა. მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, სწრაფი და ინკლუზიური ზრდის მიღწევა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კერძო სექტორის წამყვანი როლითაა შესაძლებელი. „მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტი და ბიზნესგარემოსათვის მისი როლი შეუცვლელია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი პროგრამა, თუ პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ამ ჩარჩოშია მოქცეული. განსაკუთრებით, მინდა შევეხო საგარეო მოწყვლადობას, რომელიც ისტორიულად მაკროეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გამოწვევაა. ბოლო წლებში, ჩვენ გვაქვს საგარეო მოწყვლადობის თანმიმდევრული შემცირების დინამიკა, რომელიც ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია, როგორც მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესების, აგრეთვე, დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით. საგარეო მოწყვლადობების შემდგომი შემცირება კვლავ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი კაპიტალური დანახარჯები, თუმცა ჩვენი ორიენტირი ყოველთვის ისეთი პროექტებია, რომელსაც კერძო სექტორი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, თუმცა ეს ინვესტიცია გზას უხსნის კერძო ინვესტიციებს", - განაცხადა ხუციშვილმა.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)